ბრიტანეთი „ვაგნერის“ დაქირავებულ მებრძოლთა ჯგუფს "ტერორისტულ" ორგანიზაციად თვლის

ბრიტანეთის მთავრობამ 15 სექტემბერს რუსეთის „ვაგნერის“ დაქირავებულ მებრძოლთა ჯგუფი ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიტანა.

იანვრის დასაწყისში, „ვაგნერის“ ჯგუფი ვაშინგტონმა გამოაცხადა დანაშაულებრივ ორგანიზაციად.

გასულ თვეში რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ვაგნერის დამფუძნებელი და ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი საიდუმლოებით მოცული ავიაკატასტროფისას დაიღუპა. „ვაგნერის“ ჯარები ბელარუსში გადავიდნენ მას შემდეგ, რაც ივნისის ბოლოს, პრიგოჟინი სათავეში ჩაუდგა ამბოხებას რუსეთის უმაღლესი სამხედრო ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რამაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებაში 23 წლიანი ყოფნის განმავლობაში ყველაზე დიდ საფრთხე შეუქმნა.

ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სუელა ბრავერმანმა ადრე განაცხადა, რომ „ვაგნერი“ კვლავაც კრემლის პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.