ვილნიუსში 61 წლისა გარდაიცვალა რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის კიევის ბიუროს დირექტორი, ინა კუზნეცოვა. ბოლო დროს ის მძიმედ ავად იყო.
ინა კუზნეცოვა კიევში დაიბადა. ჟურნალისტიკა კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტში ისწავლა.
წლების განმავლობაში მუშაობდა კორესპონდენტად, უკრაინის ეროვნული რადიოს პოლიტიკურ მიმომხილველად, რადიო „ერა-ეფ-ემ-ის“ მთავარ რედაქტორად. 2009 წლიდან კუზნეცოვა რადიო თავისუფლების თანამშრომელი იყო.
ინა კუზნეცოვას ხელმძღვანელობის პერიოდში რადიო თავისუფლების კიევის ბიუროს მიენიჭა დევიდ ბერკის პრემია უკრაინაში 2013 წლის ბოლოსა და 2014 წლის დასაწყისის პოლიტიკური კრიზისის გაშუქებისთვის.