სლოვაკეთმა 14 სექტემბერს განაცხადა, რომ ქვეყნიდან აძევებს რუსეთის საელჩოს თანამშრომელს ბრატისლავაში იმ ქმედებების გამო, რომლებიც დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის "პირდაპირი დარღვევაა."
საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაიბარა რუსეთის ელჩი სლოვაკეთში იგორ ბრატჩიკოვი და აცნობა, რომ საელჩოს თანამშრომელმა, რომლის ვინაობაც არ გამჟღავნებულა, ქვეყანა 48 საათის განმავლობაში უნდა დატოვოს.
ცნობა არ შეიცავს დეტალებს რუსი დიპლომატის გაძევების მიზეზზე.