საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში მოხსენიებულია, როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი.
როგორ განმარტავს აშშ ფარცხალაძის სიაში მოხვედრას?
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები უწესდება საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ. ის რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის, მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობის ან საქმიანობისთვის მოხვდა სიაში და ფლობს საკონსულტაციო კომპანიებში, შპს MOSCOW BUSINESS BROKERAGE-სა და შპს INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION-ში, 50-პროცენტიან წილს ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად. ონიშჩენკო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერია.
დოკუმენტის თანახმად, სავარაუდოდ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერი ონიშჩენკო დაეხმარა "თანამოაზრე" ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაშიც. ფარცხალაძეს "სრულად აქვს მიღებული რუსული იდენტობა და რეგულარულად მგზავრობს რუსეთში". ონიშჩენკო და უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს "ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოხდენაში იყენებენ". დოკუმენტში წერია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო ონიშჩენკოსა და ФСБ-სთან კავშირით.
რას ნიშნავს აშშ-ის სანქციების სიაში მოხვედრა?
სანქციების სიაში მოხვედრილი პირების საკუთრებაში არსებული ყველა ქონება და ინტერესი, რომლებიც შეერთებულ შტატებშია რეგისტრირებული, იბლოკება. ასევე იბლოკება ნებისმიერი სახის გადარიცხვა ამ პირებთან ან მათთან, ვინც ამ პირებთან დაკავშირებულ კომპანიებში ფლობს 50-პროცენტიან წილს.
ასევე ნახეთ რა აუკრძალა უკრაინამ "საქართველოს ავიახაზებსა" და თამაზ გაიაშვილსვინ არის ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს?
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორი იყო 2013 წლის ნოემბრიდან დეკემბრამდე.
2017 წლის 12 მაისს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსს, ლაშა თორდიას, თავს დაესხნენ. მთავარი აუდიტორი ყოფილი მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ თავდასხმა უკავშირდებოდა თავის სამსახურებრივ მდგომარეობას.
ასევე ნახეთ რა დგას ოთარ ფარცხალაძის ძალადობის უკან?ყოფილი მთავარი პროკურორი მომხდარიდან რამდენიმე დღეში, პარლამენტის თავმჯდომარის მოწოდების შემდეგ დაკითხეს საგამოძიებო უწყებაში. საბოლოოდ, 2021 წლის იანვარში საქალაქო სასამართლომ ძალადობაში ბრალდებული ყოფილი პროკურორი გაამართლა.
2022 წლის სექტემბერში უკრაინამ ფარცხალაძე ქართულ პოლიტიკურ ელიტასთან ასოცირებული 15 ადამიანის სიაში დაამატა. უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს (NACP) მხარდაჭერილ ვებგვერდზე „ომი და სანქციები“ ეწერა, რომ ფარცხალაძე არის „საქართველოს სახელმწიფოს ოლიგარქიული მმართველობისა და ხელში ჩაგდების ერთ-ერთი მონაწილე“, მილიარდერის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის "ნდობით აღჭურვილი პირი".
ასევე ნახეთ კობახიძე უკრაინის სანქცირების ჯგუფის სიაში ივანიშვილის შეყვანას აბსურდულ თემას უწოდებს