რუსეთის სასამართლომ უარი თქვა შამან გაბიშევისთვის აღკვეთის რეჟიმის შემსუბუქებაზე

ალექსანდრ გაბიშევი იაკუტიის ფსიქდისპანსერში

უსურიისკის სასამართლომ უარი თქვა შამან ალექსანდრ გაბიშევის ზოგად ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანაზე. ამის შესახებ განაცხადა ადვოკატმა ალექსეი პრიანიშნიკოვმა, რომლის თანახმად, უარის თქმის საფუძვლები მისთვის უცნობია. მანამდე იმავე სასამართლომ მხარი დაუჭირა გაბიშევის უფრო ლმობიერ რეჟიმზე გადაყვანას.

ივნისის ბოლოს იაკუტიელი შამანი ალექსანდრ გაბიშევი, რუსეთის უსურიისკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, უფრო მსუბუქი მკურნალობისთვის უსურიისკის სპეციალიზებული ფსიქიატრიული საავადმყოფოდან ზოგად ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

  • გაბიშევი რუსეთის ოფიციალურმა უწყებებმა 2019 წლის შემდეგ რამდენჯერმე გააჩერეს, როცა შეეცადა თავისი მშობლიური იაკუტიის რეგიონიდან მოსკოვში ფეხით ჩასულიყო, როგორც აცხადებდა, კრემლიდან პუტინის განდევნის მიზნით. შემდეგ, გასული წლის ივლისში, ის თავისი ნების საწინააღმდეგოდ მოათავსეს ფსიქიატრიულ კლინიკაში - მას მერე, რაც სასამართლომ "გონებრივად არაჯანმრთელად" მიიჩნია.

  • ადამიანის უფლებების ცენტრმა "მემორიალმა" გაბიშევი პოლიტიკურ პატიმრად აღიარა, "ამნესტი ინტერნეიშენალმა" კი მისი გათავისუფლების კამპანიით უპასუხა.