იურისტი, მუსიკოსი, მწერალი, ტელეწამყვანი, სამოქალაქო აქტივისტი. „შვილის“ ახალი გმირი, „საბას“ ლაურეატი ტორესა მოსი ჯერ 40 წლისაც არ არის, მაგრამ რამდენიმე პროფესიას ფლობს. ახლის შესწავლა, მუდმივი ძიება მისი ცხოვრების წესია.
ტორესა „ლიბერალად“ არის ცნობილი, თუმცა თელაველი მღვდლის, დეკანოზ დავით მოსიაშვილის ვაჟი ამბობს, რომ მორწმუნე ქრისტიანია და ეკლესია მისი სიცოცხლის ნაწილია.