გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურის თანამშრომელს და გერმანელ დამოუკიდებელ ბიზნესმენს ბრალი წაუყენეს ღალატში - საიდუმლო დოკუმენტების სავარაუდო გადაცემაში რუსეთისთვის, განაცხადა გერმანიის პროკურატურამ 8 სექტემბერს.
დაზვერვის ოფიცერი, კარსტენ ლ. დეკემბერში ბერლინში დააკავეს, ხოლო მეორე ეჭვმიტანილი, არტურ ე., - იანვარში.
ფედერალური პროკურორები აცხადებენ, რომ არტურ ე.-ს ჰქონდა კონტაქტი რუსეთში მცხოვრებ ბიზნესმენთან, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან.
ეს სამი პირი ერთმანეთს, სავარაუდოდ, 2022 წლის სექტემბერში შეხვდა და ისინი შეთანხმდნენ რუსეთის ეფ-ეს-ბე-სთვის გერმანიის საგარეო დაზვერვის კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების შესახებ.