მსხვერპლი მოჰყვა კრივოი როგზე რუსეთის სარაკეტო დარტყმას

რუსეთის სარაკეტო დარტყმის ადგილი უკრაინის ქალაქ კრივოი როგში. 2023 წლის 8 სექტემბერი

სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა და 25 დაიჭრა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი როგზე რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად. დაშავებულებს შორის არიან საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსული რაკეტა მოხვდა ადმინისტრაციულ შენობას, სადაც სხვადასხვა სამსახურის ოფისები იყო. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, დაიღუპა 1 პოლიციელი და დაშავდა საგანგებო სიტუაციების სამსახურის 9 თანამშრომელი, რომელთაგან 3-ის მდგომარეობა მძიმეა.

აფეთქების ტალღამ დააზიანა ახლომდებარე შენობები. სარაკეტო დარტყმის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.