სტიქიის გამო მძიმე მდგომარეობა გურიის რამდენიმე სოფელში, გოგორეთში ჩამოწოლილმა მეწყერმა დააზიანა გზები, გაზის მილები, სხვა ინფრასტრუქტირა, დანგრეული და დაზიანებულია საცხოვერებელი სახლები.
განახლება: სოფელ ჯუმათში სტიქიის გამო დაკარგული ერთი არასრულწლოვნის ცხედარი იპოვესგანსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სადაც მეწყერმა სახლები დაანგრია, საგანგებო სიტიაციების სამსახურის თანახმად, ამ ეტაპზე გურიაში, სხვადასხვა სოფელში, 3 პირის, მათ შორის 2 არასრულწლოვანის მიმართ მიმდინარეობს ძებნის ღონისძიება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი მართვის ცენტრ 112-დან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 100-ზე მეტი შეტყობინებაა შემოსული გურიის და აჭარის რეგიონებიდან.
"ძლიერი ნალექის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საველე სავარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი. სტიქიის ადგილებზე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და კომპეტენციის ფარგლებში ატარებენ საჭირო ღონისძიებებს. სრულად მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები და ყველა შეტყობინებაზე ეტაპობრივად ხორციელდება რეაგირება", - ნათქვამია შსს-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებაში.