ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის" 30 ნომინანტს შორის მოხვდა

ხვიჩა კვარაცხელია.

იტალიური „ნაპოლის" და საქართველოს ეროვნული ნაკრების 22 წლის ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ფრანგული გამოცემის, „ფრანს ფუტბოლის" „ოქროს ბურთის" 30 ნომინანტს შორის მოხვდა.

„ოქროს ბურთის" გამარჯვებულს 2023 წლის 30 ოქტომბერს პარიზში დაგეგმილ ღონისძიებაზე დაასახელებენ. ამავე დღეს გაირკვევა რა თანმიმდევრობით განაწილდება სიაში შესული დანარჩენი 29 ფეხბურთელი.

„ოქროს ბურთის" ნომინანტები არიან:

  • ხულიან ალვარესი
  • ნიკოლო ბარელა
  • ჯუდ ბელინგემი
  • კარიმ ბენზემა
  • იასინ ბონო
  • კევინ დე ბრუინი
  • რუბენ დიაში
  • ანტუან გრიზმანი
  • ილქაი გიუნდოგანი
  • იოშკო გვარდიოლი
  • ერლინგ ჰალანდი
  • ჰარი კეინი
  • რანდალ კოლო-მუანი
  • ხვიჩა კვარაცხელია
  • რობერტ ლევანდოვსკი
  • ემილიანო მარტინესი
  • ლაუტარო მარტინესი
  • კილიან მბაპე
  • ლიონელ მესი
  • კიმ მინ-ჯე
  • ლუკა მოდრიჩი
  • ჯამალ მუსიალა
  • მარტინ ოდეგორი
  • ანდრე ონანა
  • ვიკტორ ოსიმენი
  • როდრი
  • ბუკაიო საკა
  • მოჰამედ სალაჰი
  • ბერნარდუ სილვა
  • ვინისიუს ჟუნიორი.

„ფრანს ფუტბოლი“ წლის საუკეთესო ფეხბურთელს 1956 წლიდან აჯილდოებს. „ოქროს ბურთის“ მფლობელის გამოსავლენ გამოკითხვაში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს ორასამდე ქვეყნის სპორტული გამოცემების ჟურნალისტები.

აქამდე კვარაცხელია UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს.

იტალიის სერია A-მ კი ქართველი შემტევი 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.

„ნაპოლი“ 33-წლიანი პაუზის შემდეგ გახდა იტალიის ჩემპიონი, რაც მნიშვნელოვანწილად ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებაა.