ოლივერ ვარჰეიმ თურქეთს ურჩია, ევროკავშირში გაწევრიანებამდე დემოკრატიას მიხედოს

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰელი. ბრიუსელი, 17 ივნისი, 2023.

გაფართოების საკითხში ევროკავშირის კომისარმა ოლივერ ვარჰეიმ თურქეთს ურჩია, მიხედოს დემოკრატიასა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ საკითხებს, თუკი სურს გააძლიეროს ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფვა.

ანკარამ ბრიუსელისგან მიიღო დაპირება, რომ განახლდება გაწევრიანების თაობაზე ჩიხში შესული მოლაპარაკებები, თუკი ანკარა აღარ დაბლოკავს ნატოში შვედეთის მიღებას.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა დასავლელ მოკავშირეებთან გაწყვეტილი კავშირების აღდგენა თავის ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახა მაისის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.

ოლივერ ვარჰეი ანკარას ესტუმრა იმის შესაფასებლად, თუ სად შეუძლიათ მხარეებს საერთო ენის გამონახვა.