ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის თანახმად, უკრაინის ჯარებმა ზაპოროჟიეს ოლქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გაარღვიეს რუსეთის ჯარების დიდი თავდაცვითი ბარიერები.
„უკრაინის მსუბუქმა ქვეითმა ჯარმა წინ წაიწია პოზიციებამდე ტანკსაწინააღმდეგო თხრილებისა და ტანკსაწინააღმდეგო ბარიერების, ‘დრაკონის კბილების’, გადაღმა, რაც შეადგენს რუსეთის თავდაცვით ზოლს“ ოლქის დასავლეთში, განაცხადა ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაცია ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა (ISW).
ამ წინსვლის ფონია ცვლილებები უკრაინის თავდაცვის სამინისტროში. 4 სექტემბერს თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკომა გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა პარლამენტს. სამშაბათს ვერხოვნა რადამ დააკმაყოფილა რეზნიკოვის თხოვნა. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს თავდაცვის სამინისტროს გადახალისებას.
უკანასკნელ ხანებში აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაისმა კრიტიკა, რომ უკრაინის ჯარები არასაკმარისად სწრაფად აწარმოებენ კონტრიერიშს და ეჭვქვეშ დააყენეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ტაქტიკის სისწორე.
მოგვიანებით ვაშინგტონმა განაცხადა, რომ კრიტიკა „არ იყო სასარგებლო“ და რომ შეერთებული შტატები ხედავს „შესამჩნევ წარმატებას“, რომელსაც უკრაინის ჯარები აღწევენ უკანასკნელ ხანებში.
2 სექტემბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის მხრიდან კრიტიკა მოიგერია და თქვა, რომ „უკრაინის ჯარები წინ მიიწევენ. მიუხედავად ყველაფრისა, სულ ერთია, რას ამბობენ, ჩვენ წინ მივიწევთ და ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ.“