5 სექტემბერს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთეული გამოვლინდა.
2023 წლის საუკეთესო მასწავლებლის სტატუსისთვის იბრძოლებენ:
- ქამრან აფანდიევი – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლაოღლისა და ცოფის საჯარო სკოლების ქართული როგორც მეორე ენა, მასწავლებელია.
- ინა იმედაშვილი, – თბილისის UG სკოლის დაწყებითი საფეხურისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
- მარინე კვარაცხელია – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ეგნატე ფიფიას სახელობის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
- ნინო ნიპარიშვილი – კასპის მუნიციპალიტეტიდან, სკოლა-გიმნაზიის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
- ნინო ფსუტური – გორის მე-8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი
გამარჯვებული დასახელდება 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს.
პირველ ადგილზე გასული მასწავლებელი ჯილდოს სახით 15 ათას ლარს მიიღებს.
ხეთეულში გასული მასწავლებლები 5-5 ათასი ლარით დაჯილდოვდებიან. ათეულის წევრები კი 2000 ლარს მიიღებენ საჩუქრად.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში „განათლების კოალიციამ“ დააფუძნა და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.
კონკურსი საქართველოში მეშვიდედ ტარდება.
ასევე ნახეთ "მასწავლებელო, ხომ შეავსებ?!" - გაიცანით მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2023 წლის ათეული