4 სექტემბერს, თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეპ ტაიპ ერდოანთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა კვლავ განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა დაუბრუნდეს შავი ზღვის მარცვლეულის ხელშეკრულებას, როცა ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა შეთანხმება დაცული იქნება.
პუტინთან სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ, ერდოანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ, მისი რწმენით, მარცვლეულის ინიციატივასთან დაკავშირებით შეთანხმება "მალე" შედგება.
რუსეთი ხელშეკრულებიდან ივლისში გავიდა.
ხელშეკრულება ითვალისწინებს მარცვლეულის გადაზიდვას უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან.