ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო სტიქიით დაზარალებულ მევენახეებს სთავაზობს მათგან სეტყვით დაზიანებული ყურძნის შეძენას.
"სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია" მზად არის 1 კილოგრამში 0.90 ლარი გადაიხადოს. რთვლის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება." - ნათქვამია სააგენტოს პრესრელიზში.
განცხადების ფონია 2 სექტემბერს კახეთის რეგიონში მოსული ძლიერი სეტყვა, რომელმაც ყვარლის, თელავის, ახმეტის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში ფერმერების მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. ფარდა ვენახებისა და ბაღ-ბოსტნებისა, სეტყვამ და ძლიერმა ქარმა კახეთში დააზიანა ელექტროგადამცემი ბოძები, შენობების სახურავები, წააქცია ხეები.