ნატოს საზღვაო წვრთნები, რომელიც ბალტიის ზღვაში მიმდინარე წლის სექტემბერში გაიმართება, პირველად დაეთმობა რეგიონში ჰიპოთეტური რუსული შეტევის მოგერიებას. ამის შესახებ „როიტერსი“ გერმანიის საზღვაო ძალების მეთაურ, ვიცე-ადმირალ იან კრისტიან კააკზე დაყრდნობით წერს.
წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს 30-ზე მეტი გემი და 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ათზე მეტი ქვეყნიდან, რომლებსაც აქვთ გასასვლელი ბალტიის ზღვაზე. ასევე შვედეთი, ალიანსის წევრობის კანდიდატი. მრავალეროვნულ წვრთნებში წარმოდგენილი იქნება ალიანსის რამდენიმე სხვა, ბალტიის რეგიონიდან დაშორებული ქვეყანა - შეერთებული შტატები, კანადა და საფრანგეთი.
წვრთნები გაგრძელდება ორი კვირის განმავლობაში. შეერთებული შტატები მათში მონაწილეობის მისაღებად სადესანტო გემს "Mesa Verde" - ს გაგზავნის, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია 800-მდე ადამიანის გადაყვანა საზღვაო სადესანტო განსახორციელებლად. Reuters-ის ინფორმაციით, წვრთნების დროს გამოყენებული იქნება ამფიბიური ოპერაციები და სახმელეთო დარტყმები ზღვიდან. ადმირალ კააკის თქმით, მოკავშირეები, კერძოდ, მოდელირებას გაუწევენ სიტუაციას, რომელშიც რუსეთი შეეცდება პოლონეთის ბალტიისპირეთის ქვეყნებთან დამაკავშირებელ ე.წ. სუვალკის დერეფნის ბლოკირებას.