პატიმრობაში მყოფი სტრელკოვი აპირებს კენჭი იყაროს რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე

იგორ სტრელკოვი (გირკინი) სასამართლოში, 2023 წლის ივლისი

დონეცკელი სეპარატისტების ყოფილმა "თავდაცვის მინისტრმა" იგორ სტრელკოვმა (გირკინი), რომელიც რუსეთში დაპატიმრებულია ექსტრემიზმისკენ მოწოდების ბრალდებით, განაცხადა, რომ აპირებს მონაწილეობა მიიღოს რუსეთის პრეზიდენტის 2024 წლის არჩევნებში.


სტრელკოვმა თავისი გადაწყვეტილება იმით გაამართლა, რომ რუსეთის ამჟამინდელ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე უკეთესად, ერთდროულად რამდენიმე სფეროში, მიიჩნევს თავს. მისი თქმით, პუტინი ძალიან სანდო და კეთილია და ასევე ჰყავს "ბევრი მილიარდერის და სხვადასხვა ბიზნესმენი მეგობარი“, რომლებზეც მისგან სტრელკოვისგან, განსხვავებით, უარს ვერაფერს იტყვის.

სტრელკოვი საკუთარ თავს მიიჩნევს ასევე „ უფრო კომპეტენტურად სამხედრო საქმეებში", ვიდრე პუტინი და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ. ამავე დროს, ის აღიარებს, რომ ის "არ არის ისეთი სპორტული და ჯანმრთელი", როგორც პუტინი იყო მის ასაკში, ამიტომ ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფიზიკურადაც ვერ შეძლებს, რომ „თავი მოაბეზროს“ ამომრჩევლებს.

სტრელკოვი 21 ივლისს დააკავეს მოსკოვში, საკუთარ ბინაში. სასამართლომ ის ორი თვით დააკავა. მას 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება ექსტრემიზმის წაქეზების ბრალდებით, რისი საბაბიც იყო მის მიერ ტელეგრამის საკუთარ არხზე გამოქვეყნებული რამდენიმე პოსტი.

ასევე ნახეთ

რა ბედი ელის იგორ სტრელკოვს?  

30 აგვისტოს მოსკოვის სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან არ გაათავისუფლა გირკინი, ერთ დროს უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების ლიდერს და კრემლის ფავორიტს, რომელსაც შემდეგ სირთულეები შეექმნა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის უკრაინაში ომის გამო გაკრიტიკებისთვის.

გირკინი - რომელსაც სტრელკოვადაც იცნობენ - 2014 წელს დონბასში იყო რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთაური და რუსეთს ეხმარებოდა უკრაინის ყირიმის ანექსირებაში.