ბელარუსში დააპატიმრეს პირი 2021 წლის ფოტოგრაფიისთვის, რომლის უკანა პლანზე საქართველოს და უკრაინის დროშები მოჩანს

დემონსტრაცია თბილისში უკრაინის საელჩოსთან. 2022 წლის 23 იანვარი (საილუსტრაციო ფოტო)

ბელარუსში სასამართლომ ადმინისტრაციული სასჯელის სახით 15 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა ქალაქ ნოვოპოლოცკის მკვიდრს იმის გამო, რომ 2021 წელს, საქართველოში დასასვენებლად ყოფნისას, ფოტო გადაიღო საქართველოს და უკრაინის დროშების ფონზე.

როგორც უფლებადამცავი ცენტრი „ ვიასნა“ იტყობინება, მას ბრალად დასდეს პიკეტის მოწყობა ნებართვის გარეშე, ხოლო ფოტოს, რომელიც გამოქვეყნდა სოციალურ ქსელში 2021 წლის 8 აგვისტოს, მილიციამ ყურადღება მიაქცია წელს.

პირი, რომლის ვინაობას არ ამხელენ, აღიარებს, რომ ფოტო მან გადაიღო, მაგრამ აცხადებს, რომ ეს არ გაუკეთებია პროტესტის ნიშნად, რადგან უკრაინაში რუსეთის შეჭრა მოცდა 2022 წლის თებერვალში.