უფლებადამცველების განცხადებით, შუა აზიელ მიგრანტებს რუსეთში აიძულებენ კონტრაქტები გააფორმონ თავდაცვის სამინისტროსთან - იმ ფონზე, როცა კრემლი ცდილობს გაზარდოს თავისი შეიარაღებული ძალები, მის მიერ უკრაინაში წარმოებული ომისთვის.
შუა აზიელი მიგრანტები - იმის მიუხედავად, აქვთ თუ არა რუსეთის მოქალაქეობა - რუსეთში მნიშვნელოვან სამიზნედ იქცნენ არმიაში გადაბირების კუთხით.
ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის მთავრობები თავიანთ მოქალაქეებს აფრთხილებენ თავი აარიდონ უცხოეთში სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას, რადგან ეს ამ ქვეყნების კანონს არღვევს.