საქართველოს მესაზღვრეებმა ქვეყანაში შეუშვეს უკრაინის ექვსი მოქალაქე, ხერსონის ოლქიდან - რომლებსაც 17 აგვისტოს უარი უთხრეს საზღვრის გადაკვეთაზე.
უკრაინელებმა ათი დღე გაატარეს ბუფერულ ზონაში, ზემო ლარსზე, ისინი გადაჭრით აცხადებდნენ უარს რუსეთში დაბრუნებაზე - იუწყება გამოცემა mediazona, უფლებადამცველ ორგანიზაცია UnMode-ზე დაყრდნობით.
ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ შარშან შემოდგომაზე რუსეთმა, რომელიც ხერსონიდან გადიოდა, იქიდან იძულებით გაიყვანა მსჯავრდებულები, რომლებიც შემდეგ რუსეთის კოლონიებში მოათავსეს. სასჯელის ვადის გასვლის შემდეგ მსჯავრდებულებს, როგორც წესი, გზავნიან უცხოელთა დროებითი გაჩერების ცენტრებში, საიდანაც პერიოდულად საზღვრებთან მიჰყავთ დეპორტაციის მიზნით.
ხუთი უკრაინელი, რომლებიც 17 აგვისტოს საქართველოში არ შეუშვეს, ამგვარი ყოფილი მსჯავრდებულია. კიდევ ერთი უკრაინელი რუსეთში დამოუკიდებლად შევიდა, მაგრამ ისიც უცხოელთა ცენტრში მოათავსეს.
ასევე ნახეთ "რუსეთში დაბრუნება და სიცოცხლის გაწირვა არ გვინდა" - უკრაინის 6 მოქალაქეს მესაზღვრეები საქართველოში არ უშვებენ