დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: შიომღვიმესთან მიწის ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ინტერპრესნიუსს“ უთხრა, რომ შიომღვიმის მონასტრის მახლობლად მიწის ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა.

მას, მონასტრის წინამძღვარმა უთხრა, რომ მიწა იქ ყოველ წელს იშლება, რადგან კლდე გამოფიტულია. „წელს იყო ცოტა დიდი ზომის. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა”, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ინფორმაცია მთის ნაწილის ჩამოშლის შესახებ სოციალურ ქსელში თვითმხილველებმა განათავსეს.

ასევე ნახეთ შიომღვიმის მონასტერთან მთის ნაწილი ჩამოიშალა