მცხეთასთან, შიომღვიმის მონასტერთან მთის ნაწილი ჩამოიშალა. ამის შესახებ ინფორმაცია და ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ასევე ნახეთ დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: შიომღვიმესთან მიწის ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულათვითმხილველი ვლადიმერ ხარებაძე, რომელიც ეკლესიაში ოჯახთან ერთად იყო მისული ყვება, რომ მიწის მასის ჩამოწოლას თან ხმაური და მტვერი ახლდა. „მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე იქაურობას სასწრაფოდ, სირბილით გავცილდით. სამშვიდობოზე გამოსვლის შემდეგ მივბრუნდი და სხვა ვიზიტორი აღარ დამინახავს“ - ამბობს ის.