გერმანია კვლავ ეხმარება ავღანეთს ფინანსურად

ავღანელი ქალები ჰუმანიტარული დახმარების მოლოდინში. ქაბული. 28 მაისი, 2023 წელი

გერმანია, როგორც მედია იტყობინება, კვლავ უხდის ავღანეთს მილიონობით ევროს დახმარების სახით. ჟურნალი „შპიგელი“ გერმანიის განვითარების სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ მას შემდეგ, რაც ორი წლის წინ თალიბანმა ხელისუფლება ჩაიგდო ხელში, გერმანიის მთავრობამ ავღანეთს 371 მილიონი დოლარი გამოუყო.
სამინისტრომ თავიდან თანხების გადარიცხვა შეაჩერა, მაგრამ შემდეგ განაახლა. თუმცა, ამავე ცნობით, ქაბულისთვის გაწეული დახმარება უფრო ფართო იყო თალიბანის მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდებამდე.
.
სამინისტრო უარყოფს შეშფოთებას, რომ ამ სახსრებით შეიძლებოდა ისლამისტებს ესარგებლათ. მის თანახმად, გადარიცხვები ხდება უპირატესად საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით. ამასთან, ხორციელდება მხოლოდ ის პროექტები, რომლებშიც ქალები თანამშრომლობენ და რომელთა საშუალებით შესაძლებელია წვდომა ქალებსა და გოგოებზე.