გერმანიამ პირველად გადასცა უკრაინას კომპლექს „პეტრიოტის“ რაკეტები

საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი "პეტრიოტი"

გერმანიამ სამხედრო დახმარების ფარგლებში უკრაინაში პირველად გაგზავნა ამერიკული საზენიტო-სარაკეტო სისტემა „პეტრიოტისთვის“ განკუთვნილი რაკეტები. გარდა ამისა, კიევი ასევე მიიღებს უპილოტო თვითმფრინავების აღმომჩენ სისტემებს, 40 სადაზვერვო დრონს, 10 ტანკ „ლეოპარდს“, რამდენიმე ათეულ ქვეითთა საბრძოლო მანქანას და 22 მილიონ ტყვიას.

გერმანიის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინას მაქსიმალურად დაუჭერს მხარს. გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თანახმად, 2027 წლისთვის კიევისთვის გერმანიის დახმარების მოცულობა დაახლოებით 17 მილიარდ ევროს შეადგენს. გასულ წელს გერმანიამ უკრაინას დახმარება გაუწია 14 მილიარდი ევროს ოდენობით.

გარდა ამისა, ნორვეგიულმა მედიამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიდერლანდისა და დანიის შემდეგ, F-16 გამანადგურებლებს უკრაინას ოსლოც გადასცემს. არ არის ცნობილი, თუ რამდენი თვითმფრინავს გაგზავნის ნორვეგია კიევში და როდის მოხდება ეს.

ასევე ნახეთ

დანიისგან და ჰოლანდიისგან F-16-ის შესახებ პირობის მიღების შემდეგ, ზელენსკი ათენში ჩავიდა