პატიმრობაში მყოფი ყირიმელი აქტივისტი გადაიყვანეს რუსეთის კოლონიაში

ირინა დანილოვიჩი

მოქალაქე ჟურნალისტი და მედდა ირინა დანილოვიჩი, რომელსაც 2021 წელს შვიდი წლით მიუსაჯა პატიმრობა რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის მოსკოვის მიერ დანიშნულმა ხელისუფლებამ, გადაიყვანეს რუსეთში, სტავროპოლის მხარეში, ქალაქ ზელენოკუმსკის სადამსჯელო კოლონიაში.

აქტივისტის მამამ, ბრონისლავ დანილოვიჩმა რადიო თავისუფლებას 14 აგვისტოს უთხრა, რომ ციხის ბადრაგმა მის შვილს არ მისცა უფლება, კოლონიაში წაეღო თავისი ჯანმრთელობისთვის საჭირო წამალი.

დანილოვიჩი დააპატიმრეს ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონოდ დამზადების ბრალდებით, რასაც თავად მსჯავრდადებული უარყოფს.