მსხვერპლი მოჰყვა რუსეთის თავდასხმებს ხარკოვისა და ოდესის რეგიონებზე

ოდესა რუსეთის თავდასხმის შემდეგ, 2023 წლის 14 აგვისტო

რუსეთის ძალებმა რაკეტებით და დრონებით მიზანში ამოიღეს უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე ხარკოვის რეგიონი და შავ ზღვაზე მისი მთავარი პორტი, ოდესა - აცხადებენ ოფიციალური პირები და უკრაინის არმია 14 აგვისტოს იმ ფონზე, როცა აღმოსავლეთის და სამხრეთის ფრონტებზე გრძელდება ინტენსიური შეტაკებები.

ერთი მამაკაცი დაიღუპა და ორი ადამიანი დაიჭრა ხარკოვის რეგიონის დასახლება კოზაჩა-ლოპანის დაბომბვის შემდეგად, რუსეთის საზღვრიდან ორი კილომეტრის მოშორებით - აცხადებენ რეგიონის ხელმძღვანელი პირები. ოდესაზე თავდასხმა მოგერიებულ იქნა, თუმცა სამი ადამიანი დაიჭრა, ამბობს რეგიონის გუბერნატორი ოლეჰ კიპერი.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ცნობით, რუსეთმა შეტევა განახორციელა ირანში წარმოებული Shahed-ის ტიპის 15 დრონით და ყველა მათგანი ჩამოგდებულია.