ომის მხარდამჭერი რუსული ბლოგები იუწყებიან, რომ რუსეთის არმიამ უკან დაიხია დონეცკის ოლქის სოფელ უროჟაინოედან, რომელიც უკრაინის არმიას ბერდიანსკისა და მარიუპოლისკენ მიმავალ გზას უკეტავდა.
მძიმე ბრძოლები უროჟაინოესთვის ბოლო რამდენიმე დღეა მიმდინარეობს, უკრაინული ძალები შევიდნენ მის ჩრდილოეთ ნაწილში, რუსეთის ჯარები სამხრეთ ნაწილში იცავდნენ თავს. ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი იუწყება, რომ წინა დღით ბრძოლის ველიდან გამოქვეყნებული კადრები ადასტურებს ამ რაიონში უკრაინის წინსვლას.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ სოფელზე შეტევა მოიგერია. უკან დახევის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ მოიპოვება. სხვა რუსული წყაროები ირწმუნებიან, რომ სოფელი კვლავაც რუსეთის კონტროლქვეშ იმყოფება. კიევს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი უროჟაინოეს შესაძლო დაკავებაზე.
პროექტ DeepState-ის რუკის მიხედვით, სოფელი კვლავაც „ნაცრისფერ ზონაშია“.
ასევე ნახეთ ყირიმის ხიდის მახლობლად ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნება