რუსულ ტელეგრამის არხებზე ვრცელდება ანექსირებული ყირიმისა და რუსეთის კრასნოდარის მხარის დამაკავშირებელი ხიდის რაიონში ძლიერი დაკვამლიანების ამსახველი ვიდეოჩანაწერები. ხიდზე მოძრაობა შეწყდა, შემდეგ კი კვლავ აღდგა.
მიმდებარე ქალაქ ქერჩის მოსახლეები რამდენიმე აფეთქების შესახებ იტყობინებიან.
რუსეთის მიერ დანიშნული ნახევარკუნძულის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ქერჩის სრუტის რაიონში ორი უკრაინული რაკეტა ჩამოაგდეს. ხიდი, სერგეი აქსიონოვის თქმით, არ დაზიანებულა.
ყირიმის რუსული ხელისუფლება ლაპარაკობს კვამლის ფარდაზე, რომელიც სპეცსამსახურებმა მოაწყვეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინა შეეცადა ყირიმის ხიდზე იერიში მიეტანა საიერიშო ვარიანტად გადაკეთებული S-200 მართული საზენიტო რაკეტით. მას ცაში გადაუჭრეს გზა.
ასევე ნახეთ რუსეთმა განაცხადა, რომ ანექსირებულ ყირიმზე დრონებით თავდასხმა განხორციელდაგასული წლის ოქტომბერში და მიმდინარე წლის ივლისში ყირიმის ხიდი თავდასხმების სამიზნე გახდა. რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.
რუსეთმა თავდასხმებში უკრაინა დაადანაშაულა. კიევმა თავიდან ოფიციალური კომენტარი არ გააკეთა ამ მოვლენებზე, მაგრამ შემდეგ ირიბად აღიარა მათში მონაწილეობა.