ზელენსკი უკრაინის ყველა რეგიონულ სამხედრო კომისარს მოხსნის კორუფციის გამო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. 7 აგვისტო, 2023 წელი

უკრაინის ყველა სამხედრო კომისარი გათავისუფლდება სამსახურიდან, განაცხადა 11 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კორუფციის გამო შეშფოთების ფონზე.

ზელენსკის სიტყვებით, უკრაინის სამხედრო კომისარიატების შემოწმების დროს გამოვლინდა სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ნიშნები - უკანონო გამდიდრებიდან დაწყებული, საზღვრებზე წვევამდელების უკანონო გადაყვანის დამთავრებული, ომის მდგომარეობის პირობებში აკრძალვის მიუხედავად.

„ამ სისტემას უნდა უხელმძღვანელონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც ზუსტად იციან, რა არის ომი და რატომაა ცინიზმი და მექრთამეობა ღალატი ომის დროს“, - ნათქვამია ზელენსკის განცხადებაში.