ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ გამართა შეხვედრა, რომელზეც კორეის ნახევარკუნძულზე სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით "ომისთვის მზადების გაძლიერებაზე" იმსჯელეს." როგორც სააგენტო KCNA იუწყება, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ საჭიროა არმიის აღჭურვა "განადგურების უფრო ძლიერი საშუალებებით", რათა შეაჩეროს მტრის სამხედრო ძალა და გაანადგუროს იგი ომის შემთხვევაში.
მან მხარი დაუჭირა ასევე ახალი იარაღის გამოყენებას წვრთნებში, რომლებიც უნდა, რომ უფრო "ენერგიულად ჩატარდეს", რათა ნებისმიერ ვითარებაში ჯარების სრული საბრძოლო მზადყოფნა უზრუნველყოს.
კიმ ჩენ ინმა ასევე შეცვალა არმიის გენერალური შტაბის უფროსი: გენერალ პაკ სუ ირის ნაცვლად ეს პოსტი ვიცე-მარშალმა ლი იონ გილმა გადაიბარა.
შეერთებული შტატები და სამხრეთი კორეა 2023 წლის 21-დან 24 აგვისტომდე ერთობლივი წვრთნების ჩატარებას გეგმავენ. ჩრდილოეთი კორეა ამ მანევრებს ეროვნული უშიშროების წინააღმდეგ მიმართულ საფრთხედ აღიქვამს.