“მაიმუნი ვირიშვილი ეს!” - ასე უწოდა 2016 წელს თბილისის მაშინდელმა მერმა დავით ნარმანიამ სტუდენტური გაერთიანება „აუდიტორია #115-ის“ წევრს, ირაკლი კუპრაძეს. ირაკლი, მემარცხენე აქტივისტი, „მწვანე მუშტის“ წევრი, ახლა პოლიტიკაშია.
„შვილის“ გმირი გვიამბობს მამაზე, ყოფილ ფეხბურთელსა და მწვრთნელზე, რომელმაც ირაკლის გამო სამსახური დაკარგა. იხსენებს სტუდენტობას და საუბრობს მშობლიურ ბათუმზე, რომელიც „რუსული ქალაქი ხდება“.