ფოთში, ზღვაში, მოზარდის ცხედარი იპოვეს, ერთ არასრულწლოვანს კი მაშველები ეძებენ

ფოტოილუსტრაცია

მოზარდის ცხედარი იპოვეს ფოთში, ზღვაში. დაკარგულია კიდევ ერთი არასრულწლოვანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ზღვაში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო (თვითმკვლელობამდე მიყვანა).