ბელარუსმა სამხედრო წვრთნა დაიწყო პოლონეთთან და ლიეტუვასთან საზღვრის ახლოს

ბელარუსმა სამხედრო წვრთნა დაიწყო პოლონეთთან და ლიეტუვასთან საზღვრის ახლოს

ბელარუსმა 7 აგვისტოს სამხედრო წვრთნა დაიწყო პოლონეთთან და ლიეტუვასთან საზღვრის სიახლოვეს - ამ ნაბიჯის ფონია ისედაც გაღრმავებული დაძაბულობა ბელარუსსა და მის ორ ნატოელ მეზობელს შორის. დაძაბულობის გაზრდა გამოიწვია რუსული გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის" მებრძოლების ბელარუსში გადასვლამ მას შემდეგ, რაც მათ რუსეთში მოკლევადიანი ამბოხება მოაწყვეს.

პოლონეთმაც და ლიეტუვამაც გააძლიერეს საზღვრის დაცვა მას მერე, რაც "ვაგნერის" ათასობით მებრძოლი ჩავიდა რუსეთის მოკავშირე ბელარუსში. ბელარუსში ისინი იმყოფებიან იმ შეთანხმების ფარგლებში, რომელმაც დაასრულა მათი ამბოხება და "ვაგნერის" ლიდერს, ევგენი პრიგოჟინს საშუალება მისცა, თავი აერიდებინა სისხლისსამართლებრივი დევნისთვის.