გადარჩენილი მეფუტკრე

Your browser doesn’t support HTML5

აბელ ბაზაშვილი მჟავე წყალთან თაფლს ხდიდა, როცა შოვში სტიქია დაიწყო. მასთან ახლოს კიდევ თერთმეტი ადამიანი იყო. ხმაური რომ გაიგეს და მტვერი ავარდა, სულ რამდენიმე წუთი ჰქონდათ ტყეში, შემაღლებულ ადგილზე რომ შეესწროთ. ხედავდა, როგორ მიჰქონდა ნიაღვარს ხიდი, მანქანები. გადარჩენილი მეფუტკრე და კიდევ ერთი ადგილობრივი ზურაბ გავაშელი სტიქიის წუთებს იხსენებენ.