ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთის ტაქტიკური ავიაციის ეფექტიანობა შემცირდა

რუსეთის სამხედრო ვერტმფრენი Ka-52 "ალიგატორი". როსტოვის ოლქი, 16 იანვარი, 2022.

რუსეთის საჰაერო ძალები აგრძელებენ დიდი რესურსების გამოყენებას უკრაინაში სახმელეთო ოპერაციების მხარდასაჭერად, მაგრამ მნიშვნელოვანი ოპერატიული ეფექტის გარეშე, იტყობინება ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა.

ზაფხულში რუსეთის ტაქტიკური ავიაცია დღეში ჩვეულებრივ ახორციელებდა 100-ზე მეტ გაფრენას, მაგრამ უკრაინის საჰაერო თავდაცვის მუქარის გამო ფრენები თითქმის ყოველთვის შემოიფარგლებოდა რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიით, ნათქვამია დაზვერვის ცნობაში.

რუსეთი ცდილობდა ამ პრობლემის გადაჭრას ისეთი ბომბების გამოყენებით, რომლებიც თავისუფლად ვარდება და პლანირების მოწყობილობებს გამოიყენებს, რაც ზრდის ფრენის სიშორეს. თვითმფრინავს შეუძლია ასეთი ბომბების ჩამოგდება სამიზნიდან მრავალი კილომეტრის დაშორებით, მაგრამ დარტყმის სიზუსტე ყოველთვის არ არის სტაბილური.

სამხრეთში უკრაინის მიერ დაწყებული იერიშისას ეფექტიანად მოქმედებდნენ რუსეთის ვერტმფრენები. მაგრამ ბოლო კვირების განმავლობაში მათი ეფექტიანობა შემცირდა, აღნიშნავს ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა.