შოვში ნაპოვნ ცხედრებს შორის ოჯახის წევრებმა ამოიცნეს გიორგი ყარალაშვილი. გიორგი რაჭაში დასთან და მეგობართან ერთად იმყოფებოდა. დის ცხედარს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. გიორგი და სოფი ყარალაშვილების მეგობრის, დავით ბერიაშვილის ცხედარი მაშველებმა 5 აგვისტოს იპოვეს.
გიორგი ყარალაშვილი სექტემბრიდან სწავლის გაგრძელებას საფრანგეთში, სორბონის უნივერსიტეტში აპირებდა.
ასევე ნახეთ ვინ არიან შოვში დაკარგულები და დაღუპულებიშოვში, სტიქიის ზონაში, 6 აგვისტოს მონაცემებით, ნაპოვნია 18 ცხედარი - მათგან 12 ამოცნობილია. მაშველები ჯერ კიდევ ეძებენ 17 დაკარგულს.