რუსეთის დამოუკიდებელი მედიასაშუალება Mediazona აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერისთვის, ალექსეი ნავალნისთვის გამოტანილი ახალი განაჩენი მოიცავს მის უწინდელ განაჩენსაც - რაც ნიშნავს, რომ მას 19 წლით აქვს მისჯილი პატიმრობა რუსეთის უმკაცრესი საპატიმრო რეჟიმის პირობებში, ექსტრემიზმში დამნაშავედ ცნობის შემდეგ.
Mediazona 5 აგვისტოს ასევე აცხადებდა, რომ პოლიტიკოსს ოთხი სხვა ბრალდება მოუხსნეს სხდომაზე, რომელიც მოსკოვის საქალაქო სასამართლოს მიერ დედაქალაქიდან აღმოსავლეთით, 250 კილომეტრის მოშორებით მდებარე კოლონიაში მოწყობილ სივრცეში გაიმართა.
Mediazona აცხადებს, რომ ამ დეტალებს სასამართლოს ოთახში გაკეთებული აუდიოჩანაწერის გაანალიზების საფუძველზე აქვეყნებს.
მანამდე გაურკვეველი იყო ნავალნის ახალი, 19-წლიანი სასჯელი დაემატებოდა თუ მოიცავდა მისი ცხრაწლიანი პატიმრობის განაჩენსაც, რომელიც გაფლანგვის ბრალდებით გამოუტანეს.
სასჯელის დაწყების ვადად ჩაითვლება ნავალნის დაპატიმრება რუსეთში დაბრუნებისას, 2021 წლის იანვარში - ამბობენ Mediazona-ის ანალიტიკოსები.
ოფიციალურად განცხადება არ გაკეთებულა იმის შესახებ, ახალი განაჩენი ძველ ვადას ემატება თუ მას მოიცავს.
ასევე ნახეთ
2 წელი ნავალნის დაპატიმრებიდან - რუსების გაშვებული შანსი? ჟურნალისტური გამოძიება: პუტინს გადატრიალების ეშინია