საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სტიქიის ზონიდან მიუთითებს მედიას, რა ინფორმაცია გაავრცელოს და რა - არა. პაპუაშვილს, რომელიც დამეწყრილ ადგილას, შოვში, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად 5 აგვისტოს ჩავიდა, არ მოეწონა გამოცემა "მთის ამბების" მიერ ამავე დღეს გამოქვეყნებული ფოტო, რომელშიც ჩანს, როგორ ლაპარაკობენ ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთთან.
გამოცემა წერდა, რომ ამ ფოტოზე მოშორებით მდგომი კაცი არის ერთ-ერთი დაკარგულის მამა, რომელიც მესამე დღეა, ელის თავისი შვილის ამბის გაგებას. შალვა პაპუაშვილმა ამ ფოტოს კომენტარებში "მთის ამბებს" მოუწოდა, წაეშალა ეს "სტატუსი". ამავე კომენტარში მან ის დაადანაშაულა ინფორმაციის დამახინჯებულად გავრცელებაში, მეტი მომხმარებლის მოზიდვის სურვილით.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა "მთის ამბები" რაჭის ტრაგედიის გაშუქებისას ხელისუფლების მხრიდან თავდასხმის სამიზნე გახდა. 4 აგვისტოს გამოცემის რედაქტორს, გელა მთივლიშვილს, შოვის მისადგომებთან ერთ-ერთმა ადგილობრივმა ჩინოვნიკმა უთხრა, რომ "წყალში გადააგდებდა", თუკი წესიერად არ მოიქცეოდა.
"მთის ამბები" იყო მედიასაშუალება, რომელმაც 3 აგვისტოს პირველმა გაავრცელა ინფორმაცია რაჭაში სტიქიის შესახებ.
ასევე ნახეთ
112-ში პირველი შეტყობინებიდან 11 დაღუპულამდე - რაჭის სტიქიის პირველი 24 საათიშოვში მედია ამ დროისთვის შეზღუდვებით მუშაობს - სტიქიის ზონაში ჟურნალისტებისთვის გადაადგილების არეალი შეზღუდულია.