ჩინეთის საელჩო აკრიტიკებს რუსეთის საზღვარზე მისი მოქალაქეებისადმი მოპყრობას

გამშვები პუნქტი ყაზახეთის და რუსეთის საზღვარზე

მოსკოვში ჩინეთის საელჩო აკრიტიკებს მოპყრობას ჩინეთის ხუთი მოქალაქისადმი, რომლებსაც უარი უთხრეს რუსეთში შეშვებაზე და ამას უწოდებს შეუსაბამოს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ კავშირებთან.

ხუთი პირი გასული თვის ბოლოს შეეცადა ყაზახეთიდან რუსეთში მანქანით გადასვლას. ისინი ოთხი საათის განმავლობაში გააჩერეს საზღვარზე, რის შემდეგაც ვიზები გაუუქმეს და რუსეთში შეშვებაზე უარი უთხრეს - აცხადებს საელჩო სოციალური მედიით 4 აგვისტოს.

საელჩომ შეხვედრები გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და სასაზღვრო სააგენტოების წარმომადგენლებთან, და "მკაფიოდ აღნიშნა, რომ ამ ინციდენტში რუსეთის მხრიდან კანონის სასტიკმა და გადაჭარბებულმა ამოქმედებამ სერიოზულად დააზიანა ჩინეთის მოქალაქეების ლეგიტიმური უფლებები და ინტერესები" - ვკითხულობთ განცხადებაში.