კადიროვის სავარაუდო მეორე ცოლი პირველად გამოჩნდა საოჯახო ფოტოზე

ფატიმა ხადუევა (პირველი მარცხნიდან) რამზან კადიროვის ფოტოზე ოჯახთან ერთად

ინსტაგრამში გამოქვეყნდა რამზან კადიროვის მისი ოჯახის წევრების საერთო ფოტო, რომელშიც აღბეჭდილია ასევე ფატიმა ხაზუევა, რომელიც ჩეჩნეთის მეთაურის მეორე მეუღლედ ითვლება. საიტ „კავკაზ. რეალიის“ თანახმად, ეს მათი პირველი საჯარო ფოტოა.


2006 წელს, მაშინ 15 წლის ხაზუევამ მეორე ადგილი დაიკავა ჩეჩნეთში ერთადერთ სილამაზის კონკურსზე, რის შემდეგაც, ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერის, ტუმსო აბდურახმანოვის, თქმით, ის გახდა კადიროვის მეორე ცოლი.

2021 წელს გამოცემა "პროექტმა" გამოაქვეყნა გამოძიება ფატიმა ხაზუევას შესახებ, რომელშიც ჟურნალისტებმა მის სახელზე რეგისტრირებული აქტივების შესახებ განაცხადეს და ასევე აჩვენეს კონკურსის "ჩეჩნეთის სილამაზე-2006"-ის ვიდეოჩანაწერის ფრაგმენტი. "პროექტის" გამოქვეყნების შემდეგ, პირველმა არხმა ხაზუევას ვიდეო წაშალა.

თავად კადიროვი არასოდეს აღიარებს საჯაროდ მრავალცოლიანობას.

  • საიტ "პროექტის" თანახმად, რამზან კადიროვის ოფიციალური მეუღლე მედნი კადიროვა და ფატიმა ხადუევა სულ მცირე 800 მილიონი რუბლის ღირებულების უძრავ ქონებას ფლობენ. კერძოდ, ხაზუევა ფლობს თითქმის ერთი ჰექტარი მიწის ნაკვეთზე მდგარ სასახლეს გროზნოში, თავად კადიროვის რეზიდენციასთან ახლოს. „ვაჟნიე ისტორიი“ მას თითქმის ყველაზე მდიდრულს " უწოდებენ გროზნოში. ხაზუევა ასევე არის სამი ძვირადღირებული ბინის მფლობელი მოსკოვის საუკეთესო რაიონებში 130–დან 29 კვადრატულ მეტრამდე ფართობით და 600 კვადრატული მეტრის ფართობით არასაცხოვრებელ ობიექტს. "პროექტის" გამოძიების გამოქვეყნების დროს, ყველაზე ძვირადღირებული ბინა მინიმუმ 200 მილიონი რუბლი ღირდა.