„ისლამურმა სახელმწიფომ“ განცხადება გაავრცელა თავისი მეთაურის სიკვდილის შესახებ

ავტოკოლონა, რომელსაც "ისლამური სახელმწიფოს" წევრები გადაჰყავს. სირია, ყალამუნის რეგიონი. 2017 წლის 28 აგვისტო

დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ განაცხადა თავისი ხელმძღვანელის, აბუ ალ-ჰუსეინ ალ-ჰუსეინ ალ-ყორეიშის სიკვდილის შესახებ. ტელეგრამის არხით დაჯგუფების წარმომადგენლის მიერ 3 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ის მოკლეს ჯიჰადისტურ დაჯგუფება „ჰაიათ ტახრირ აშ-შამთან“ უშუალო შეტაკების შედეგად“ სირიაში. ინფორმაციას AFP ავრცელებს.
განცხადებაში არ არის ნათქვამი, თუ როდის მოკლეს ალ-ყორეიშის. დაჯგუფების ახალი მეთაური იქნება აბი ჰაფსანა ალ-ჰამიში აალ-ყორეიში.
სირიასა და ერაყში 2014 წელს დიდი ტერიტორიების სწრაფად დაკავების შემდეგ, თვითგამოცხადებული „ხალიფატი“ დაიშალა.