რუსეთის მთავრობამ დაამტკიცა 40 სავალდებულო აპლიკაცია ელექტრონული მოწყობილობებისთვის

რუსეთის მთავრობამ 40 სავალდებულო აპლიკაცია დაამტკიცა ელექტრონული მოწყობილობებისთვის

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა 3 აგვისტოს დაამტკიცა იმ 40 აპლიკაციის სია, რომლებიც 2024 წლის 1 იანვრიდან წინასწარ უნდა ჩაიტვირთოს ყველა კომპიუტერში, მობილურ ტელეფონში, ტაბლეტში თუ ე.წ. "სმარტ" ტელევიზორში.

სია მოიცავს სახელმწიფო სატელევიზიო ტელეარხების, Mir-ის გადახდის სისტემის და რუსეთში განთავსებული სოციალური ქსელების აპლიკაციებს.

იმ მოწყობილობათა გამყიდველებს, რომლებშიც ეს აპლიკაციები არ იქნება ჩატვირთული, ემუქრება 200 000 რუბლამდე ანუ დაახლოებით 2 140 ამერიკულ დოლარამდე ოდენობის ჯარიმა.

ეს ნაბიჯი გადაიდგა 2021 წელს მიღებული კანონის შესაბამისად, რომლის თანახმადაც, ციფრული განვითარების სამინისტრო გადაწყვეტს, რომელი აპლიკაციები დამონტაჟდება რუსეთში გაყიდულ ელექტრონულ მოწყობილობებში.