შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სტიქიის ზონიდან 70-მდე მოქალაქე გამოიყვანეს. ცნობას შსს-ს პრესცენტრი ავრცელებს.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა შოვიდან ადამიანების ევაკუაცია დაახლოებით ორი საათის წინ დაიწყეს. ღონისძიებაში ჩართულია 2 ვერტმფრენი. მათ 3 ფრენა უკვე შეასრულეს, სამაშველო ღონისძიება კვლავ გრძელდება.
ასევე ნახეთ „მდინარე კი არა, თითქოს ლავა მოდიოდა“, - რას გვიყვება რაჭის სტიქიის შემსწრეამ ეტაპზე ისევ არ არის ცნობილი, არიან თუ არა შოვში ისეთი ადამიანები, რომლებთან კომუნიკაციის დამყარებაც ვერ ხდება. ამ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ფლობს არც მერის მოადგილე.
რაჭაში, შოვში, მეწყრის ჩამოწოლის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ ამის შესახებ 112-ზე არაერთი შეტყობინება შევიდა.