WSJ: ომის დაწყებიდან 50 000-მა უკრაინელმა კიდურები დაკარგა

ომის დაწყების შემდეგ 50 000-მდე უკრაინელმა დაკარგა კიდურები

უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის შემდეგ, 50 000-მდე უკრაინელმა დაკარგა კიდურები - წერს გამოცემა Wall Street Journal-ი, რომელიც ეყრდნობა მსოფლიოში პროთეზების უმსხვილესი მაწარმოებელი გერმანული კომპანიის, Ottobock-ისა და მისი სამედიცინო პარტნიორების მონაცემებს.

გამოცემის თანახმად, ეს მონაცემები შესაძლოა, შევადაროთ პირველი მსოფლიო ომის დროს აღრიცხულ რიცხვებს.

Wall Street Journal-ის თანახმად, იმ ადამიანთა რეალური რაოდენობა, რომლებსაც კიდურების ამპუტაცია ჩაუტარდათ, შესაძლოა, კიდევ უფრო მაღალი იყოს, რადგან პროთეზების წარმოებას დრო სჭირდება და ზოგიერთ მსხვერპლს დაჭრის შემდეგ, ამპუტაციის მოლოდინში, კვირების ან თვეების განმავლობაში უწევს ლოდინი.