ხევსურეთში გზა გადაკეტეს სოფლებში ელექტროენერგიის გაყვანის მოთხოვნით

ხევსურეთში, სოფელ როშკასთან, ადგილობრივმა მოსახლეობამ გზა გადაკეტა სოფლებში ელექტროენერგიის გაყვანის მოთხოვნით - პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის 45 სოფლიდან დენით მხოლოდ 16 სოფელია უზრუნველყოფილი.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს პროტესტის მონაწილეებმა, ამ დრომდე მათთან არ მისულან ხელისუფლების წარმომადგენლები, თუმცა აქვთ მოლოდინი, რომ დუშეთის მერი და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შეხვდებათ.

საავტომობილო გზა, რომელიც ამ დროისთვის გადაკეტილია, ერთმანეთთან აკავშირებს პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთს და არის ბარისახოდან შატილის მიმართულებით მიმავალი ერთადერთი გზა, რომელიც განსაკუთრებით დატვირთულია ზაფხულში, ტურისტულად აქტიურად სეზონზე.

ასევე ნახეთ “ხო ძალიან დიდი სირცხვილია, რომ ასე ვცხოვრობთ?” - ხევსურეთში ელექტროენერგიის მოთხოვნით გზის გადაკეტვას აპირებენ