იუნესკოს რეკომენდაციით, ვენეცია საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში შევა

არხი ვენეციაში წყლის დონის დაწევის დროს. 17 თებერვალი , 2023 წელი

გაეროს კულტურული სააგენტო, იუნესკო, ორშაბათს გამოვიდა რეკომენდაციით, ვენეცია შევიდეს საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო ისტორიული ძეგლების ნუსხაში. მანვე განაცხადა, რომ იტალიის ხელისუფლებამ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა ისტორიული ქალაქისა და მისი მიმდებარე ლაგუნის დასაცავად.

იუნესკომ თავის რეკომენდაციაში აღნიშნა, რომ ვენეციას "შეუქცევადი" ზიანი ემუქრება რიგი საკითხების გამო - კლიმატის ცვლილებით დაწყებული, მასობრივი ტურიზმით დამთავრებული.

რეკომენდაციას დასამტკიცებლად ახლა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი განიხილავს სხდომაზე, რომელიც ერ-რიადში სექტემბერში გაიმართება.