„ისლამურმა სახელმწიფომ“ Telegram-ით გამოაცხადა, რომ პაკისტანში თვითმკვლელის თავდასხმა მისი მოწყობილი იყო

თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქების ადგილი, პაკისტანი, ბაჯაურის რაიონი. 31 ივლისი, 2023 წელი

Reuters-ის ცნობით, ექსტრემისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" 31 ივლისს პასუხისმგებლობა აიღო თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული თავდასხმისთვის, რომელიც წინა დღეს მოხდა პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ ხიბერ-პახტუნხვის პროვინციაში გამართულ პოლიტიკურ თავყრილობაზე. ამის თაობაზე ნათქვამია დაჯგუფების განცხადებაში, რომელიც Telegram-ით გავრცელდა.

შეხვედრა ისლამისტურმა პარტია ჯამიათ ულემა-ე-ისლამ-ფაზლიმ ბაჯაურის რაიონში გამართა. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 45 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია ათეულობით პირი.