ხერსონსა და კრივოი-როგზე თავდასხმა იყო

სარაკეტო დარტყმის შედეგად დანგრეული სახლი კრივოი-როგში. 2023 წლის 31 ივლისი

სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა და 4 დაიჭრა უკრაინის ქალაქ ხერსონზე რუსეთის დღევანდელი შეტევის შედეგად. ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ პროკუდინის ინფორმაციით, დღეს დილით, საოკუპაციო ძალებმა ხერსონის ცენტრზე იერიში მიიტანეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის, „გრადის“ გამოყენებით.

დღეს დილით, სარაკეტო შეტევა იყო ქალაქ კრივიო-როგზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 1 ადამიანი. დანგრეულია მრავალსართულიანი სახლის ნაწილი და სასწავლო დაწესებულების შენობა.

ასევე ნახეთ ხარკოვზე სარაკეტო შეტევა იყო

კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოები დონეცკის ოლქის ოკუპირებული ნაწილის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერენ, რომ 2 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა უკრაინის არმიის მიერ ქალაქ დონეცკზე განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად.

საომარი მოქმედებების პირობებში, მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია.