პოლიციამ ბათუმის ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სოჭიდან გამოსული საკრუიზო გემის - Astoria Grande-ს - ჩასვლის გასაპროტესტებლად აქცია იმართება, 9 ადამიანი დააკავა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიიღო.
უწყების პრესსამსახურის განცხადებით, "აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შედეგადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავდნენ" მოქალაქეები.
გემი ASTORIA GRANDE, რომელზეც რუსული მუსიკალური არხის მიერ ორგანიზებული კრუიზის მონაწილეები იმყოფებიან, 29 ივლისს სოჭის პორტიდან გავიდა და დღეს, 31 ივლისს, 05:30 საათზე თურქეთის ტრაპიზონიდან ბათუმში შევიდა.
ასევე ნახეთ ბათუმში საკრუიზო გემ Astoria Grande-ს შემოსვლას საპროტესტო აქციით დახვდნენსაპროტესტო აქცია ჯერ კიდევ გემის შემოსვლამდე, წუხელ დაიწყო მას შემდეგ, რაც ბათუმის ნავსადგურში პოლიციამ ჯებირები აღმართა.
პალაუს დროშით მცურავი გემი ASTORIA GRANDE, რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი ემსახურება, ბათუმის ნავსადგურში 27 ივლისსაც შემოვიდა. გემი საპროტესტო აქციით გააცილეს.