ხარკოვზე სარაკეტო შეტევა იყო

საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. აუფეთქებელი რუსული რაკეტა ქალაქ ხარკოვში

უკრაინის ქალაქ ხარკოვში ნგრევა მოჰყვა რუსეთის წუხანდელ სარაკეტო შეტევას. საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა С-300 ტიპის რაკეტებით ხარკოვზე იერიში მიიტანეს ბელგოროდის ოლქის ტერიტორიიდან.

პროკურატურის თანახმად, ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა კერძო საწარმოს საწყობებს. დაიჭრა 1 ადამიანი. სარაკეტო თავდასხმის შედეგად ხარკოვის მახლობლად დაზიანებულია კერძო სახლი. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.